"რუსეთი იმედს იტოვებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ისინი, ვინც თბილისს უჭერს მხარს, ადეკვატურ შეფასებას მისცემს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს ოპოზიციის მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით", - განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა დღეს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები ობიექტურ შეფასებას მიიღებენ, არა მხოლოდ საერთაშორისო უფლებების დამცველი ორგანიზაციებისაგან, არამედ იმ სახელმწიფოების მხრიდანაც, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს უჭერს მხარს", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მისივე თქმით, "სააკაშვილის მოქმედებები, რომლებიც მან ოპოზიციის წინააღმდეგ საყოველთაოდ მიღებული ნორმების დარღვევით განახორციელა, სერიოზულად იქნება გამოძიებული საერთაშორისო დონეზე.