დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატებს უმასპინძლებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, სპეციალური მიღება დღეს, 18:30 საათზე რუსთაველის თეატრში გაიმართება.
მიღებას ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.