"სამართლიანი საქართველოს" შეფასებით, ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების ოპერაცია ჩაატარა.
"როგორც ეს მოსალოდნელი იყო, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი არ მოერიდა ძალადობის ესკალაციას. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის ღამით, პოლიციამ ძალის მნიშვნელოვანი გადამეტებით დაარბია მომიტინგეები. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს იყო არა მიტინგის დაშლის, არამედ მომიტინგეების ალყაში მოქცევისა და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების ოპერაცია. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს", - ნათქვამია ზურაბ ნოღაიდელის პარტიის განცხადებაში.
რაც შეეხება დღეს გამართულ აღულმს, "სამართლიანი საქართველოს" შეფასებით, ის "არაადეკვატურმა ადამიანმა ჩაიბარა, რომელიც ხალხის წინ სამარცხვინოდ გაიქცა 2008 წლის აგვისტოში, იმიტომ რომ რაღაცა მოელანდა".
"მიგვაჩნია, რომ არც რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და არც ასეთი აღლუმის ჩატარება არ ღირდა იმად, რომ ორი ადამიანი დაღუპულიყო. 26 მაისის ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ უფრო განუმტკიცა ხალხს აზრი, რომ სააკაშვილს რეჟიმს და ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს არ აინტერესებთ ხალხის ინტერესები. ისინი ერთნაირად არიან მზად დაღვარონ ადამიანების სისხლი ძალაუფლების შენარჩუნებისა, თუ ძალაუფლების მოპოვების მიზნით. ხალხის მხრიდან ოპოზიციისადმი ნდობის დაკარგავა ხელებს უხსნის სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს. მოვუწოდებთ ყველას სამოქალაქო თანხმობისაკენ და გაერთიანებისაკენ. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თავაშვებული ავტორიტარიზმის დამარცხებას. ჩვენს სამშობლოში სამართლიანობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას; საქართველოს გამთლიანების პერსპექტივის შექმნას", - აღნიშნულია განცხადებაში.