სანდრო გირგვლიანის ადვოკატს შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროს ვასილ სანოძესთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტის კომენტირება უჭირს.
"არ ვიცი, ძნელია ჩემთვის ან თვითმკვლელობის ვერსიაზე ფიქრი, ან იმის მტკიცება, რომ ეს ინციდენტი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ამის თქმა მიჭირს", - განუცხადა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ ვასილ სანოძე დღეს გამთენიისას თავის არეში მიყენებული ჭრილობით ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას ტაბელური იარაღი გაუვარდა, არაოფიციალურ საუბრებში კი, სანოძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობაზე საუბრობენ. ვასილ სანოძე ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა.