ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში მუამარ კადაფის შვილისა და შვილიშვილების დახოცვის გამო გამოწვეული უმწვავესი რეაქციის შედეგად გაეროს ქვეყნიდან თავისი წარმომადგენლები გაჰყავს.
გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ტრიპოლში გაძარცვულია საერთაშორისო მისიის ოფისები. იტალიასა და დიდი ბრიტანეთში დაგმეს მათ საელჩოებზე განხორციელებული თავდასხმები.
ამავდროულად, ნატოს სარდლობა აცხადებს, რომ მათი ქმედება ლიბაიში მიმართული არ არის კონკრეტული პირების საწინააღმდეგოდ.
ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ზუსტ დარყმებს სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის სამეთაური ცენტრებზე ანხორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს ძალების ავიაიერიშის შედეგად ტრიპოლიში მუამერ კადაფის შვილი საიფ ალ-არაბი და სამი შვილიშვილი დაიღუპა.
შესაბამის ინფორმაციას ლიბანის მთავრობაზე დაყრდნობით ბი-ბი-სი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავად მუამერ კადაფიც იმავე ვილაში იმყოფებოდა, რომელზედაც ავიდარტყმა ნატოს ავიაციამ მიიტანა.
უცხოეთის ჟურნალისტები, რომლებიც ლიბიის მთავრობის წარმომადგენლება შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს აცხადებენ, რომ საიფ ალ -არაბის სახლი პრაქტიკულად დანგრეულია. არსებული ინფორმაციით ნანგრევებში აუფეთქებელი ბომბიცაა.
29 წლის საიფ ალ-არაბი კადაფის შვილებს შორის ყველაზე უმცროსია და იგი საზოგადეობის ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა ვიდრე სეიფ ალ-ისლამი.
საიფ ალ-არაბი ახლახან დაბრუნდა გერმანიიდან სადაც სასწავლებლად იმყოფებოდა.
ლიბიის მთავრობის წარმომადგენლის მუსა იბრაჰიმის განცახდებით, შენობას დამანგრეველი დარტყმა "სრული ძალით" მიაყენეს.
ნატოს უკვე დაადასტურა ტრიპოლიში არსებულ "ობიექტზე" მიტანილი დარტყმა, თუმცა აცხადებს, რომ სამიზნე სამხედრო ობიექტი იყო.
სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელი შარლ ბუშარი აცხადებს, რომ წუხს, "კონფლიქტის ყველა მსხვერპლის შესახებ, განსაკუთრებით უდანაშაულო მოქალაქეების გამო".