ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში მართმადიდებლური ეკლესიის როლი არ აისახება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალიამ განუცხადა, უსაფრთხოების კონცეფცია სპეციფიკური დოკუმენტია, რომელშიც საუბარია ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე.
"უსაფრთხობის კონცეფცია არის დოკუმენტი, სადაც ვერ ვხედავ როგორ შეიძლება აისახოს ეკლესიის როლი, არა იმიტომ რომ ეს არ არის მნიშვნლოვანი საკითხი. უბრალოდ ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული და ეკლესიის საკითხი კი უფრო სოცილურია", - აღნიშნა დარსალიამ.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა" ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლის განსაკუთრებულად გამოყოფა მოითხოვეს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის განხილვა პარლამენტში მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მისი დამტკიცება სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლომდე მოხდება.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების კონცეფცია 2005 წელს შემდეგ არ განახლებულა.