საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიაში ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ხვდება.
იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას, ნიკა გილაური იტალიის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯანფრანკო ფინის, ვიცე პრემიერ-მინისტრს ჯანი ლეტას, იტალიის ეკონომიკის განვითარების მინისტრს პაოლო რომანისა და SACE-ს (Italian export credit insurance and financial services Group) პრეზიდენტს ჯოვანი კასტელანეტას შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომში გამართულ ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და იტალიელ ბიზნესმენებს შეხვდება