ავღანეთის თავდაცვის მინისტრის პრესპიკერის განცხადებით, დედაქალაქ ქაბულში მდებარე თავდაცვის სამინისტროში ავღანელმა ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, ტერაქტს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პირადი მცველიც ემსხვერპლა.