იაპონია ისევ ბირთვული საფრთხის წინაშე დადგა.
"ფუკუსიმა 1"-ის ატომურ სადგურზე რამდენიმე საათით გაგრილების სისტემა გამოირთო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინციდენტი სადგურის ერთ-ერთი თანამშრომლის შეცდომით იყო გამოწვეული. თუმცა სპეციალისტებმა სისტემის ამუშავება მალევე შეძლეს.
იაპონელ ექსპერტთა მტკიცებით, ამ დროისთვის ვითარება ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლს ექვემდებარება.
ავარიის შედეგების სრულ ლიკვიდაციას კი, სავარაუდოდ, ცხრა თვე დასჭირდება.