ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაფართოვებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან, განათლების, კულტურის, მრავალენოვან და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ ანდრულა ვასილიოუსთან, ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ სიიმ კალასთან, ევროკომისიის შინაგან საქმეთა დირექტორატის გენერალურ დირექტორ შტეფანო მანსერვისთან, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპასა და ცენტრალური აზიის საკითხების მმართველ დირექტორთან მიროსლავ ლაიჩაკთან, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ჯოსეფ დაულთან, ევროპარლამენტში ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის თავმჯდომარე იან საჰრადილთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო კრიზის ჯგუფის, ღია საზოგადოების ინსტიტუტის და ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან და ინტერვიუები პრესასთან, მათ შორის Radio Free Europe-ის, EU-obzerver-ისა და EU are Active-ის კორესპონდენტებთან.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას და მთავარ მომხსენებლად გამოვა, რომელიც მიეძღვნება ევროკავშირ-საქართველოს ურთიეთობებს, ასევე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისა და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივების განხილვას.