აზერბაიჯანში საპროტესტო აქცია დაარბიეს და აქტივისტები დააკავეს. ხელისუფლებამ ოპოზიციის მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა. მანიფესტანტები პრეზიდენტ ალიევს დიქტატურასა და დემოკრატიის დასამარებაში ადანაშაულებდნენ.
სააგენტო "როიტერის" მიერ გავრცელებული კადრებით ცხადი ხდება, თუ როგორ უსწორდებაინ სამართალდამცველები აქციის მონაწილე ქალბატონებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 150-ს აღემატება. რასაც ოფიციალური ბაქო ჯერჯერობით არ ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ორი შვედი ჟურნალისტიცაა.
დარბეული მიტინგების შესახებ საგანგებო განცხადება აზერბაიჯანის პრეზოდენტმაც გააკეთა და ოპოზიცია სხვათა ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა.
"ჩვენი სახელმწიფო იმდენად ძლიერი და პოლიტიკურად სტაბილურია, რომ აქ რევოლუციის არც ობიექტური და არც სუბიექტური მიზეზები არ არსებობს",_აღნიშნა ალიევმა.