ეგვიპიტის სამხრეთით მდებარე პროვინცია კენაში ქრისტიანი გუბერნატორის დანიშვნის გამო საპროტესტო განწყობა არ კლებულობს.
ასობით რადიკალმა ისლამისტმა და "მუსულმანი ძმების" წარმომადგენელმა დღეს ავტოტრასა და რკინიგზა გადაკეტა, რის გამოც მატარებლების გადაადგილება შეფერხდა.
დემონსტრანტები ქრისტიანი გუბერნატორის დაშვნას აპროტესტებენ და მის ნაცვლად მუსულმანის დანიშვნას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, 27 ნოემბერს ეგვიპტის პროვინციებში, ორი პროვინციის გამოკლებით, ახალი გუბერნატორები დაინიშნენ. ეგვიპტის 80 მილიონიან მოსახლეობას შორის 10 % ქრისტიანები (კოპტები) არიან. ისინი ჰოსნი მუბარაქის მიერ ოფიციალურად გაცხადებული რელიგიური შემწყნარებლობის მიუხედავად, ისლამური უმრავლესობის მხრიდან შევიწროების გამო მაინც ჩიოდნენ.