საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" ქართულ-ოსური დიალოგის ფარგლებში ჟურნალისტებისათვის კონკურსს აცხადებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კონკურის თემაზე "თანადგომის ისტორიები" გაიმართება, რომლის მიზანსაც ქართულ-ოსური დიალოგის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
"კონკურსში მიიღება მხოლოდ სტატიები. არ მიიღება რადიო, ტელე ან სხვა სახის ჟურნალისტური პროდუქტი. მნიშვნელოვანია, რომ საკონკურსო სტატია არ უნდა იყოს გამოქვეყნებული რომელიმე მედიასაშუალებაში. საუკეთესო სტატიები გამოქვეყნდება წიგნში "თანადგომის ისტორიები". კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტს, მიუხედავად მისი სამუშაო ადგილისა. საკონკურსო მასალის შემოტანა შეუძლიათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და მოყვარულ ჟურნალისტებსაც", - ნათქვამია საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდის "ქართლოსის" განცხადებაში.
ამასთან, საკონკურსო მოთხოვნა, რომ სტატია მოიცავდეს კონკრეტულ ისტორიას ქართველი და ოსი ხალხის ურთიერთობის დადებითი ასპექტებზე და არ არის საჭირო ავტორის შეხედულებები და დასკვნები თემასთან მიმართებაში.
სტატიის მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 2 გვერდი 12 შრიფტიანი ტექსტით. თითოეულ კონკურსანტს ნებისმიერი რაოდენობის სტატიის შემოტანა შეუძლია.
კონკურში პირველ ადგილზე გასულის სტატიის ავტორი 300 ლარს, მეორეზე - 200 ლარს და მესამე ადგილის მფლობელი - 150 ლარს მიიღებს.
საუკეთესო სტატიები წიგნში "თანადგომის ისტორიები" გამოქვეყნდება, რომლის პრეზენტაცია და გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოვება 5 მაისს გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სტატია და მოკლე რეზიუმე (ცვ) უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@qartlosi.org