დღეს, 18 აპრილს, 12:30 საათზე, თბილისის მერი გიგი უგულავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სამთო გამყოლთა სკოლის პრეზენტაციას დაესწრება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსურველებს 2011 წლის ზაფხულში სამთო გამყოლთა სასერტიფიკატო კურსებს შეთავაზებს, ახალი სასწავლო წლიდან კი ეს სპეციალობა სპორტის პროფესიული პროგრამების სიაშიც შევა.
სამთო ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ქვეყნის ეკონომიკისათვის, შესაბამისად ამ სფეროში პროფესიონალი კადრების მომზადება, ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
სამთო გამყოლი უხელმძღვანელებს მთის, კლდეზე ცოცვის, ლაშქრობის, სათხილამურო ტურებს და პასუხისმგებელი იქნება მონაწილეთა უსაფრთხოებაზე, ტურის დაგეგმვა-მომზადებასა და მის განხორცილებაზე.