ბარაკ ობამას ნახევარ დამ მაია სოეტორომ მილიარდელ დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომელიც ობამას დაბადების მოწმობის ორიგინალს მოითხოვდა, სამარცხვინო უწოდა.
"ეს სირცხვილი და თავზე ლაფის დასხმაა," - აღნიშნა "სი-ენ-ენ"-თან ინტერვიუში მაია სოეტორომ მილიარდერის მოთხოვნის საპასუხოდ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა, რომელიც 2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ მონაწილეობას არ გამორიცხავს, ბარაკ ობამას აშშ-ში დაბადების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა. უკანასკნელი დღეების მანძილზე ტრამპი ყოველდღიურად აძლევს ინტერვიუებს ამერიკულ ტელეარხებს, სადაც ღიად აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რეალურ დაბადების ადგილსამყოფელს მალავს.
ჰავაიის შტატმა ადრე არაერთგზის დაადასტურა, რომ ბარაკ ობამა სწორედ ამ შტატში დაიბადა. თუმცა უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელთა ნახევარი დარწმუნებული არაა, რომ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა. ეს კი მის პრეზიდენტად არჩევის საკითხს კითხვის ქვეშ აყენებს.
"ვფიქრობ, დადგა დრო, როცა ობამას დაბადების საკითხთან დაკავშირებით ვარაუდებს ბოლო უნდა მოეღოს",- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის ნახევარდამ.