დღეს 18 აპრილს, საქართველოს აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორების დელეგაცია ეწვევა.
დელეგაცია, რომლის შემადგელობაში არიან ჯონ კაილი (არიზონა)დელეგაციის ჯეფ სეშონი (ალაბამა), მაიკლ კრაპო (აიდაჰო), რონ ჯონსონი (ვისკონსინი) საქართველოს აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უშოშროების საბჭოდან აცნობეს, ამერკელი სენატორების დელეგაცია შეხვედრებს გამართავს, , საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) და არასამთავრობო სექტორთან. ისინი ასევე გაემგზავრებიან საოკუპაციო ხაზის მოსანახულებლად.
დღეს, 16:20 საათზე, სენატორებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია შეხვდება.
სენატორ კაილის თანაშემწის ტიმ მორისონის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანია, სენატორები გაეცნონ, თუ როგორ იმოქმედა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან წამოწყებულმა „გადატვირთვის პოლიტიკამ" აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებაზე.
სენატორი ჯონ კაილი აშშ-ს სენატის იურიდიული კომიტეტის წამყვანი წევრია და იმავდროულად (2008 წლიდან) უკავია სენატის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობაში რიგით მეორე - ფრაქციის მდივნის თანამდებობა. აღსანიშნავია, რომ სენატორ კაილს, ჯეფ სეშონთან ერთად, არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება რუსეთთან მიმდინარე „გადატვირთვის პოლიტიკასთან" დაკავშირებით.
2006 წელს ჟურნალმა „ტაიმ"-მა ჯონ კაილი 10 საუკეთესო სენატორთა სიაში შეიყვანა.