ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ.
ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ჰოსენი მუბარაკს დაუმტკიცდება დანაშაული, რომ მან გასცა ბრძანება დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ შესაძლებელია მისი მიმართ სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენიც კი გამოიტანოს.
ამასთან, გაზეთი "ალ-აჰპამის" ინფორმაციით, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დახლებით ერთი წელი გაიწელება, რადგან გამომძიებლები ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს კვლავ ერთადერთ კითხვას უსვავენ - გასცა თუ არა დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნის ბრძანება.
"არასდროს არავისთვის მსგავსი ბრძანება არ გამიცია. პირიქით, შინაგან საქმეთა მინისტრ ჰაბიბომ ადალს ვთხოვე, რომ უშიშროების ძალები არ ჩაერთოთ დემონსტრანტების წინააღმდეგ და არმიის ნაწილებს მოქალაქეების მოსალოდნელი პროვოკაციებისგან დაეცვათ", - ამტკიცებს მუბარაკი.