ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადოს მსხვერპლთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყევა, ტორნადო მესამე დღეა ქვეყნის სამხრეთ შტატებს უტევს.
სტიქიამ დააზარალა ალაბამა, არკანზასი, ოკლაჰომა, მისისიპი, ტეხასი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატები.
ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 185 ტორნადო დაფიქსირდა.
ქარმა რამდენიმე ქალაქში ნგრევა გამოიწვია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი სისტემა და კავშირგაბმულობა.
სტიქიის ზონაში არ წყდება სამაშველო სამუშაოები.