რუსეთში დაგეგმილ ფესტივალში თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრიც მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას "ვზგლიადი" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მიუხედავად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შოროს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობებისა, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, რომელშიც მონაწილეობას დსთ-ს ქვეყნების რუსულენოვანი თეატრები იღებენ, თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრიცაა მიწვეული.
მათივე ინფორმაციით, 26 აპრილს ფესტივალის "შეხვედრა რუსეთში" ფარგლებში გრიბოედოვის თეატრი სპექტაკლს "გეტო" წარმოადგენს, რომელიც ბრიტანელი დრამატურგის ჯოშულა სობოლოს პიესის მიხედვით არის დადგმული.
სპექტაკლი სამამულო ომის დაწყებიდან 70 წლისთავს ეძღვნება.