სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლოტმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა . ქადაგების დროს ილია მეორემ ყურადღება ღვთის განგებასა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ადამიანი, როგორც ქმნილება ღვთისა, ვერასდროს მიწვდება ღვთის განგებას და ღვთის სასწაულს. "როცა სიხარულია თქვენთან, ნუ გაამაყდებით, ნუ იფიქრებთ, რომ ეს მუდმივია. ასევე, როცა მწუხარებაა თქვენთან, გახსოვდეთ, რომ ეს აუცილებლად შეიცვლება სიხარულით", - იქადაგა პატრიარქმა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ბზობა არის დიდი დღესასწაული და როდესაც იესო ქრისტე იერუსალიმში ზეიმით შევიდა მთელი ქალაქი შეიძრა და ადიდებდნენ უფალს.
"ეს იყო მეფის შეხვედრა და უფალი ხედავდა ამას. იმასაც ხედავდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იტყოდა - ჯვარს აცვით ესე, გაიმეტებდა ჯვარზე გასაკრავად. ასეთია ადამიანის გონება და ჩვენ ვერ მივწვდებით იმას, რაც არის ჩადებული უფალში", - იქადაგა პატრიარქმა.