კუბის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო თეთრ სახლს კუნძულზე "დივესრიული", კონტრევოლუციური დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშულებს.
როგორც კუბის ყოფილი ლიდერის აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამა კუბის მიმართ ეკონომიკურო, ფინასური და სავაჭრო ბლოკადის გაძლიერებასთან ერთად, კუნძულზე დივერსიული დაჯგუფებების მხარდაჭერასაც აძლიერებს.
"აშშ-ს ხელისუფლება თავის ტრადიციულ პოლიტიკას არ ცვლის, რომელიც მიზნად ისახავს რევოლუციის დისკრედიტებას და ამასთან აგრძელებს ფინასურ დახმარებას პროექტისა, რომლის მიზანიც არის პირდაპირი საბოტაჟური აქტების მოწყობა, რათა ქვეყნაში დესტაბილიზაცია მოხდეს", - აღნიშნა კასტრომ.
ყოფილი ლიდერის შეფასებით, ამერიკის მხრიდან მსგავსი ქმედებები ქვეყნის საშინაო საქმებში ჩარევა.
შეგახსენებთ, რომ ფიდელ კასტრო კუბას 49 წელი მართავდა, ხოლო 2008 წელს მან მართველობა საკუთარ ძმას, რაულ კასტროს გადასცა.