"ალ-ქაიდას" წევრებმა ალჟირში 10 სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "France 24" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" წევრების ალჟირის არმიის კოლონას თავს დაესხნენ, რომლის დროსაც 10 ჯარისკაცი დაიღუპა.
ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ტიზი-უზუს მიმდებარედ მოხდა, როდესაც არმიის კოლონა გადაადგილდებოდა გზა იყო დანაღმული.
აფეთქების პარალელურად დაჯგუფების წევრებმა ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნენს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაიონში ბოევიკების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ტარდება.