იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 13 778 ადამიანი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის პოლიციის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ უგზო-უკლოდ დაკარგულად ჯერ კიდევ 14 141 ადამიანი ითვლება.
ოფიციალური მონაცემებით ყველაზე დიდი მსხვერპლი კი მიწისძვრას მიიაგის პრეფექტურაში მოჰყვა - 8 381 ადამიანი, ასევე ივატეს პრეფექტურაში - 3 974 ადამიანი და ფუკსიმაში - 1 360 ადამიანია დაღუპული.
2,5 ათას დროებით თავშესაფარში ამჟამად 136 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც ატომური სადგურის "ფუკუსიმა 1"-დან რადიაციის გაჟონვის გამო სადგურიდან 30 კილომეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდათ.
11 მარტის დამანგრეველმა მიწისძვრამ იაპონიას დახლებით 300 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, იაპონიაში 9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია. ტალღების სიმაღლემ 2,4 მეტრი შეადგინა.