ბუნებრივი რესურსების რეგულირების საფასური შემოდის.
მთავრობის საპარლამენტო მდივანის გია ხუროშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა და მის ინიცირებას მთავრობა 18 აპრილის ბიუროს სხდომაზე მოახდენს.
"შემოდის ბუნებრივი რესურსების რეგულირების საფასური, რომლის გადახდის წესს და ოდენობას საქართველოს მთავრობა დაადგენს", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისივე განმარტებით, მოხდება მომსახურების სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესება და დახვეწა, მაგრამ მომსახურებისთვის ლიცენზიის მფლობელს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს.