მსოფლიო ეკონომიკა თანდათან აღდგენის ეტაპზეა, თუმცა ეკონომიკის ვარდნის ახალი რისკები კვლავ აქტუალურია,- ამის შესახებ ნათქვამია G20-ის ფინანსთა მინისტრებისა და ეროვნული ბანკების ხელმძღვანელთა სხდომის შედეგად მიღებულ განცხადებაში.
„ეკონომიკა უმჯებოსდება და თანდათანობით უფრო მყარი ხდება. მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა კერძო სექტორში, თუმცა ვარდნის რისკები კვლავინდებურად რჩება. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით და განვახორციელოთ ქმედებები ეკონომიკის გაუმჯობესების აუცილებლობისა და შესაძლო რისკების შესამცირებლად"- ნათქვამია მიღებულ განცხადებაში.
G20-ის ფინანსთა და ეროვნული ბანკების ხელმძღვანელები ყურადღებას მიაპყრობენ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე იაპონიაში არსებულ ვითარებას, რამაც ენერგომატარებლების ფასებთან დაკავშირებით ბუნდოვანი ეკონომიკური მომავალი შექმნა.
G20-მა გადაწყვიტა საერთაშორისო სავალუტო სისტემა გაამყაროს, რისთვისაც ქვეყნები თავაინთ ძალისხევას მოკლევადიან პერსპექტივაში მიმართავენ თანამშრომლობის გამყარებაზე, პროგრესისა და მსოფლიო ბაზრებზე ლიკვიდურობის მისაღწევად, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი ეკონომიკური ნაბიჯები.