გასართობი ცენტრი "ციცინათელას" მენეჯმენტში ახალი კომპანია შედის. "ციცინათელას" მმართვას ამიერიდან ‘'სერვისი-7"-ის ნახცვლად, ‘'მენეჯმენტ სერვისი" განახორციელებს.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანია ‘'სერვისი-7"-ი 49 წლიანი მართვის უფლებით ‘'მენეჯმენტ სერვისის" საკუთრებაში გადადის.
სახელმწიფოსა და "მენეჯმენტ სერვისს" შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების მიხედვით, "მენეჯმენტ სერვისმა" მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე სამი წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
იმავდროულად კომპანია ვალდებულია რეინვესტირების გარდა დარჩენილი გასანაწილებელი მოგების 50% სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს.
კომპანიამ ასევე ყოველწლიური მართვის უფლებით გადაცემის ღირებულება, 5000 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს, რაც 49 წლის განმავლობაში - 245 ათასი ლარს შეადგენს.
"ციცინათელა" ოზურგეთის რეგიონში, სოფელ შეკვეთილში მდებარეობს, სადაც განთავსებულია დაახლოებით 40 სახეობის ატრაქციონები: "კამიკაძე", "ეშმაკის ბორბალი" "ამერიკული გორკები" და ა.შ.