იორდანიის უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა 70 ისლამისტი დააპატიმრეს, რომლებიც პოლიციასთან შეტაკებაში მონაწილეობდნენ.
"არაბი თალიბების" სულიერი ლიდერი შეიხ აბლედ ჰამიდ ატ-ტახაუი "ალ-ჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ომარის მეჩეთთან გამართული დემონსტრაცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. ხალხი კი ციხეებიდან 200 დაპატიმრებულის გათავისუფლებას ითხოვდა, რომლებიც "ალ-ქაიდასთან" კავშირის გამო დააპატიმრეს. .
შეგახსენებთ, იორდანიაში მასობრივი ანტისახელისუფლო დემონსტრაციები იმართება.
ისინი ქვეყანაში რეფორმის გატარებას მოითხოვენ.