ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოფიციალური ვიზიტით ტოკიოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელბს.
ვიზიტის ფარგლებში კლინტონი იაპონიის პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანს და საგარეო საქმეთა მინისტრს ტაკეაკი მაცუმოტოს შეხვდება.
მოლაპარაკებების მთავარი თემა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დამაგრეველი, 11 მარტის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული იაპონიის აღორძინება იქნება.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში სრულ მზად ყოფნას აცხადებენ ტოკიოს დასახმარებლად.
პენტაგონის მონაცემებით, იაპონიის სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას სულ 20 გემი, 140 თვითმფრინავი და დაახლოვებით 20 ათასი სამხედრო იღებდა.
ამერიკელი სპეციალისტები იაპონელ მეცნიერებს "ფუკუსიმა" 1-ზე რადიაციის ჩახშობაში ეხმარებიან. ამერიკელები მათ საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფენ, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებით, რომელიც რადიაციული ფონის გასაზომად გამოიყენება.