ატომური ელექტროსადგურის "ფუკუსიმა დაიჩის" ოპერატორის განცხადებით, იაპონიაში ბირთვული კრიზისი 9 თვეს გაგრძელდება. ამ დროის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი რეაქტორებზე კონტროლის აღდგენა.
როგორც Tepco-ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, სამ თვეში შეწყდება რეაქტორებიდან დაბინძურებული ბირთვული ნარჩენების გამოდინება, შემდეგ ექვს თვეში კი გამაგრილებელი სისტემები ჩაირთვება.
"ფუკუსიმაზე" სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ გადაწყვეტილია, რომ ატომური ელექტროსადგური დაიხურება.
მეორე რეაქტორთან ახლოს ზღვაში, რადიაციის დონე 6 500-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.
შეგახსენებთ, რომ "ფუკუსიმას" ატომური ელექტროსადგური 11 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამით დაზიანდა. სტიქიების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით 14-14 ათასი ადამიანია დაღუპული და დაკარგული.