დღეს, 17 აპრილს, 14:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი" (CENN) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად აწყობს დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გამწვანების აქციას დიდი დიღმის 186-ე საჯარო სკოლაში.
დაგეგმილია ნერგების, ბუჩქებისა და ყვავილების დარგვა. ასევე გაიმართება სკოლის მოსწავლეების კონცერტი.
აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
გამწვანების აქცია ხორციელდება პროექტის „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება" ფარგლებში.
მისამართი: იოანე პეტრიწის გამზირი 8ბ, 186-ე საჯარო სკოლა.