დღეს, 17 აპრილს, გორში დევნილი მოსახლეობისთვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
აქციის - "ჩვენ დავბრუნდებით" - მიზანია რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული უნარშეზღუდული ბავშვების მხარდაჭერა და დახმარება.
კონცერტში მონაწილეობას ფოცხიშვილების ცეკვის აკადემია, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი და თბილისის კვარტეტი მიიღებენ.
საქველმოქმედო კონცერტი გუშინ კოდაშიც გაიმართა.