დღეს, 17 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებისთვის საქველმოქმედო აქციას გამართავს. დღეს კი შარდენზე, ბამბის რიგის მოედანზე, სადაც ხვალ გამოფენა-გაყიდვა, საქველმოქმედო კონცერტი და საინტერესო სანახაობები გაიმართება, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და სამინისტროს თანამშრომლები დღეს პირადად ჩაერთნენ სამზადისში და მორთეს ტერიტორია. იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ საქველმოქმედო აქციაზე გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდება აუქციონი, სადაც გაიყიდება ცნობილი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის წიგნები მწერლის ავტოგრაფით, ასევე ცნობილი ქართველების ნაქონი ნივთები.
მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად გაერთიანდებიან ქართველი მომღერლები, ილუზიონისტები, მოძრაობის თეატრის მსახიობები; სატელევიზიო პროექტ `ნიჭიერის~ კონკურსანტები, ახალგაზრდა მხატვრები და პოეტები, აგრეთვე _ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს მრავალფეროვან სანახაობასა და არაერთ მხიარულ სიურპრიზს უმზადებენ. ღონისძიების შედეგად შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს მოხმარდება.