სირიის პოლიციის თანამშრომელი დემონსტრანტებთან შეტაკების შემდეგ დაიღუპა, რომლებიც პრეზდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამ ინფორმაციას "ფრანც-პრესი" ავრცელებს.
რეჟიმით უკმაყოფილო ადამიანებმა პოლიციელი ჯოხებით სცემეს და ქვებით ჩაქოლეს.
ტრაგედია გუშინ ლოცვის შემდეგ მოხდა. ჰომსის ქუჩებში ოთხი ათასმა მომიტინგემ მოიყარა თავი. მიტინგის დაშლის მიზნით პოლიციელებმა ძალა გამოიყენეს.
ასეთივე საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა ქალაქ დარაში, სადაც არეულობას შვიდი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, სირიაში სახალხო მღელვარება უკვე თვეზე მეტ ხანს გრძელდება. მთლიანობაში, არეულობას 200 ადამიანი ემსხვერპლა.
14 აპრილს სირიაში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა. უფრო ადრე კი პრეზდენტი ბაშარ ასადი აცხადებდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები აუცილებელია.
მასალის გამოყენების პირობები