ორი პარაშუტისტი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ისინი კალიფორნიის ცაზე, კერძო აეროდრომზე ფრენისას ერთმანეთს ჰაერში შეეჯახნენ.
ამ ეტაპზე უცნობია, მიიღეს თუ არა მათ ტრავმა. არაა გამორიცხული, მათი პარაშუტები ჰაერში ერთმანეთში გაიხლართა და ამიტომაც მიწაზე მსუბუქად დაშვება ვერ შეძლეს.
საინტერესოა, რომ მარტის ბოლოს ამავე აეროდრომზე ორი პარაშუტისტ-ინსტრუქტორი დაიღუპა. მათი პარაშუტები ერთმანეთს შეეჯახა და ისინი 122 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნენ.