ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვარს არ აღიარებს, ვაშინგტონი მას მხოლოდ საქართველოსა და მოსკოვს შორის ხედავს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ევრაზიის საკითხებში მაიკლ მაკფოლმა გააკეთა.
"ვფიქრობთ, რომ საქართველო დღეს უფრო უსაფრთხოა, ვიდრე 2 წლის წინ იყო. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები ამ პროცესში, როგორც თბილისში, ისე მოსკოვში, იმისთვის, რომ რეგიონი უფრო უსაფრთხო გამხდარიყო. თუმცა სიტუაცია ამ დრომდე არასტაბილურია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი და ვფიქრობთ, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ჩვენ კატეგორიულად ვეუბნებით რუსეთის ხელისუფლებას - არ ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ქართველებს შევავიწროებთ. არის კიდევ ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც საქართველოსა და რუსეთს დავა აქვთ. ეს საზღვრების თემაა. საქართველოში მიიჩნევენ, რომ ეს არის მათი და რუსეთის საზღვარი, მოსკოვში კი ამბობენ, რომ ეს მათი და "დამოუკიდებელი" აფხაზეთის საზღვარია. მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ამ საკითხთან დაკაშირებით ჩვენს პოზიციას იზიარებს, ჩვენ კი ვაღიარებთ რომ ეს საქართველოს და არა აფხაზეთის საზღვარია", - განაცხადა მაკფოლმა.
ამასთან, მან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში ჩართვაზე ვაშინგტონი უარს შეგნებულად ამბობს, რათა არ სურს რუსეთ-საქართველოს დავაში შუამავლის როლის შესრულებით საკითხის პოლიტიზირება მოახდინოს.