თბილისის დამწვრობის ცენტრში ერთი წლის ბავშვი მოათავსეს.
ჩვილი კატასტროფის ცენტრის ბრიგადებმა დღეს დილით კახეთიდან გადმოიყვანეს.
როლანდ აჯიევს ადუღებული წყალი გადაესხა, რის გამოც მან სხეულის 12 %-ზე მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიემა, თუმცა დამწვრობა სიცოცხლისთვის შეუსაბამო არ არის.