დღეს, 16 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ლაზარეს შაბათს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ამ წუთებში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლოტი ილია მეორე ატარებს.
შეგახსენებთ, რომ სახარების მიხედვით, მაცხოვარმა იესო ქრისტემ სამ დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, რითაც უფალმა ჯვარზე გაკვრის შემდეგ საკუთარი აღდგომის შესახებ მიანიშნა.