დღეს, 16 აპრილს, 17:00 საათზე, კოდაში დევნილთა ჩასახლებაში დევნილი მოსახლეობისთვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. აქციის - "ჩვენ დავბრუნდებით" - მიზანია რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული უნარშეზღუდული ბავშვების მხარდაჭერა და დახმარება.
კონცერტში მონაწილეობას ფოცხიშვილების ცეკვის აკადემია, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი და თბილისის კვარტეტი მიიღებენ.
საქველმოქმედო კონცერტი 17 აპრილს გორშიც გაიმართება.