დღეს, 16 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე დასრულდება საერთაშორისო კონფერენცია "ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესპროცესების მართვა".
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია: 1. მდგრადი განვითარება და ეკონომიკური პოლიტიკა; 2. რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა; 3. ბიზნესპროცესების მართვა. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ასეთი კონფერენცია უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მისი მიზანი ეკონომიკის თანამედროვე, აქტუალურ პრობლემებზე მეცნიერ-ეკონომისტთა შეხედულებების გაზიარებაა.
კონფერენციაში მონაწილეობენ დოქტორანტები, პროფესორები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები. სპეციალურად კონფერნციისთვის გამოიცა შრომების კრებული, სადაც 95 ნაშრომია შესული.
კონფერენცია სტუ-ში 15 აპრილს გაიხსნა.