დღეს, 16 აპრილს, 11:00 საათზე, შპს "მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი -საუნივერსიტეტო კლინიკის'' და არასამეწარმეო ორგანიზაცია "ადამიანის" ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულ მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარებს "საუნივერსიტეტო კლინიკის" ექიმთა მობილური ჯგუფი ჩაუტარებს უფასო პროფილაქტიკურ გასინჯვებს და დაურიგებს მედიკამენტებს.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიები: "ავერსის საქველმოქმედო ფონდი'', შპს "პსპ-რიხტერი", შპს "ივერ-მედი", ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გრანტირებული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები: ქაუნთერფართ ინთერნეიშენელი, ამქორი, ექთს-ჯეორჯია, აიარდი, ჰელენიქეარ", აგრეთვე, ორგანიზაციები: შპს "ბარამბო'', შპს, შპს "ენტო'', ინდსაწარმო "ელგუჯა ნოზაძე -განთიადი" და სხვა დონორი ორგანიზაციები.
ღონისძიება მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და დუშეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ხორციელდება.