ხვალ, 16 აპრილს, 13.00 საათზე ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები ეკონომიკის სამინისტროსთან აქციას გამართავენ. როგორ ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა განაცხადა, სოფელ შეზღუდულეთში მომხდარი ფაქტი იყო ძალადობა ხელისუფლების მხრიდან საკუთარ მოსახლეობაზე.
"მათ გლეხებს გაუყიდეს საძოვრები და ახლა პოლიციის გამოყენებით ცდილობენ მოსახლეობა დააშინონ, ჩვენ თავისუფალი დემოკრატები მოსახლეობის გვერდით ვიდექით დღეს მთელი დღე ინციდენტის ადგილზე და არც მომავალში ვაპირებთ ამ თემის დავიწყებას, მანამ სანამ ხელისუფლება არ მოაგვარებს ამ პრობლემას და არ გადაწყვეტს საკითხს სამართლიანად და არ დააკმაყოფილებს ადგილობრივ, მკვიდრ მოსახლეობას", - აცხადებს ღლონტი და აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ცრუობს როცა აცხადებს, რომ საძოვრებიარ გაუყიდიათ.
"სინამდვილეში მათ გლეხებს გაუყიდეს საძოვრები, რომლის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალუალია", - აცხადებს სულხან ღლონტი