ხვალ, 16 აპრილს, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვრების - ლევან ვარაზის, თემურ კულიანისა და ზეზვა არჩემაშვილის გამოფენა - "პარიზი, თბილისი, ოსლო".
ლევან ვარაზმა 1992 წელს დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (ВГИК), კინორეჟისურის ფაკულტეტი (პეტრე ტოდოროვსკის სახელოსნო). სპეციალობა: კინოსა და ტელეფილმის რეჟისორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სცენარისტად "საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში~, რეჟისორად კინოსტუდია "Точка зрения"-ში (მოსკოვი), კინოსტუდია "მოსფილმში", ОРТ-ზე, РТР-ზე, კინოსტუდია "ქართულ ფილმში" და სხვა. არის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სცენარისტი რეჟისორი.
თემურ კულიანი დაიბადა ქალაქ თბილისში 1959 წლის 13 ნოემბერს. დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ასევე მოსკოვის კინომატოგრაფიული ინსტიტუტის საერთაშორისო ფაკულტეტი. ჰქონდა გამოფენები შემდეგ ქვეყნებში: იტალია, საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, შვედეთი, ესპანეთი, ჰოლანდია. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ნორვეგიაში და აგრეთვე თბილისში.
ზეზვა არჩემაშვილმა 1993 წელს დამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, 2000 წლიდან მონაწილეობდა ქართველი მხატვრების გამოფენებში (პარიზი). ამჟამად ცხოვრობს პარიზში, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გამოფენა "ვერნისაჟში" 24 აპრილამდე გასტანს.