ნიკოლ კიდმანი, რომელიც პლასტიკური ქირურგიის წყალობით ისე გამოიყურება, როგორც უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, თავისი სილამაზის გამო იტანჯება. საქმე ისაა, რომ " გაყინულ" სახეს ემოციის გამოხატვა არ შეუძლია.
როგორც ცნობილია, მსახიობის პროფესიაში ტალანტი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ახალგაზრდობა. ახალგაზრდა გოგონები როლისთვის ძალიან ბევრია, ხოლო სამსახიობო ხელოვნება, განუმეორებელი თამაში იშვიათი. პლასტიკური ქირურგიით გატაცება კიდმანს საშუალებას აძლევს, ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს, ასეთი სახით თამაში უკვე შეუძლებელია. მსახიობი როლებს კარგავს და ჰოლივუდში ის არავის სჭირდება.
გასულ წელს მსახიობი უკვე გამოტყდა, რომ ბოტოქსი მსახიობის გაახალგაზრდავებისთვის არცთუ კარგი საშუალებაა. თუმცა ჯერჯერობით "გამონათება" მის კარიერაში არ ჩანს.