„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი" (CENN) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად აწყობს დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გამწვანების აქციას დიდი დიღმის 186-ე საჯარო სკოლაში.
დაგეგმილია ნერგების, ბუჩქებისა და ყვავილების დარგვა. ასევე გაიმართება სკოლის მოსწავლეების კონცერტი.
აქცია ჩატარდება კვირას, 17 აპრილს 14:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე, მისამართი: იოანე პეტრიწის გამზირი 8ბ, 186-ე საჯარო სკოლა.
აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
გამწვანების აქცია ხორციელდება პროექტის „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება" ფარგლებში.