22 აპრილს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნავს „დედამიწის დღეს", რომლის მთავარი გზავნილია: შეაჩერე კლიმატის ცვლილება, ითამაშე შენი როლი!
ღონისძიების პირველი ნაწილის გაიმართება ვარდების რევოლუციის მოედანზე 12:00-15:00 საათებში.
ვარდების რევოლუციის მოედანზე, წარმოდგენილი იქნება თბილისში არსებული სხვადასხვა საავტომობილო კომპანიების „მწვანე" მანქანების გამოფენა. სპეციალურად ამ დღისთვის საავტომობილო კომპანიების მხრიდან დაწესდება შეღავათიანი შემოთავაზებები „მწვანე"მანქანებზე, რაც გახდება სტიმული იმისა, რომ მოსახლეობამ შეიძინოს საწვავდამზოგავი, ეკოლოგიურად უფრო სუფთა და ეკონომიური ავტომობილები. გამოფენაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სპორტული მაღაზიები და ველოკლუბის წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ველოსიპედებს და საზოგადოებას აუხსნიან გადაადგილების ამ ფორმის უპირატესობებს.
აქციის მიზანია, გააცნოს საზოგადოებას ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების დადებითი მხარეები და პოპულარიზაცია გაუწიოს მათ.
ღონისძიება ეწყობა ფონდ ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" (PfRS) ერთად.
დედამიწის დღის მეორე ნაწილი დაიწყება 16:00 საათზე ევროპის სახლში. ღონისძიების ეს ნაწილი მიმართული იქნება ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებაზე კლიმატის ცვლილების პრობლემასტიკასა და მასთან ადაპტაციის გზებზე.
ღონისძიება გაიხსნება ღია ლექციით სტუდენტებისათვის, რომელსაც წაიკითხავენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები. მეორე ნაწილი გაიხსნება 18:00 საათზე კლიმატის ცვლილების კამპანიის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვებით.
დედამიწის დღე დასრულდება 19:00 საათზე ეკოლოგიური კონცეპტუალური გამოფენით - Arts for the Earth, რომელზეც წარმოდგენილი იქნება, ფერწერა, ინსტალაციები, ვიდეო და ფოტო არტი.
ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედია.