ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმგზავრა, სადაც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
15 აპრილს მინისტრი შეხვედრებს გამართავს საერთშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე სარეიტინგო კომპანია STANDARD&POOR'S-ის წარმომადგენლებთან.
ფინანსთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში 19 აპრილს დასრულდება.