მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" გამნაღმველთა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს, საეჭვოდ აღმოჩენილ პარკში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. მეტროსადგურის მუშაობა დაახლოებით 10 წუთში განახლდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, "ვაგზლის მოედანზე" საეჭვო პოლიეთილენის შეკვრა აღმოაჩინეს. მოხდა ხალხის ევაკუაცია და ადგილზე გამოძახებულ იქნა სამართალდამცველები და გამნაღმველთა ჯგუფი.