საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იცხაკ გერბერგი მიიღო.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი. ელჩმა კვლავ დაადასტურა ისრაელის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა გამოხატეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი.