ისრაელში მოქმედმა ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ, რომელიც თავდაცვის სისტემებს აწარმოებს, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან 100 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს და აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელით დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოს უკვე მიმართ.
"სარჩელი ეხება საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წელს გაფორმებული რამდენიმე კონტრაქტით მიწოდებული პროდუქტის საფასურის არ გადახდას"', - ნათქვამია კომპანია "Elbit Systems" "-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრესრელიზში საქმის სხვა დეტალებზე საუბარი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველომ კომპანიისგან რამდენიმე უპილოტო-მზვერავი თვითმფრინავი " Hermes450" შეიძინა.
ამასთან მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში განაცხადა, რომ ქვეყანას 40 ასეთი თვითმფრინავი ჰქონდა. აქედან მინიმუმ სამი მათგანი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოგდეს 2008 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ კომპანია " " Elbit Systems'' უპილოტო საფრენ აპარატებს "Hermes 450"-ს აწარმოებს.