დღეს, 7 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა .
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე შეხვდება შვეიცარის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ მიშელინ კალმი-რეის.
შეხვედრაზე განიხილება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.